ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
ლორდთა პალატაში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ განაცხადა:
“რუსული კანონის [პირველი მოსმენით] მიღება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც გამოიწვია საქართველოს საზოგადოების მყისიერი პროტესტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია ეს კანონი. ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო კონტრპროდუქტიული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე, ჩვენ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას და განვაგრძობთ ამ მიმართულებით მონიტორინგს”, – თქვა ლეო დოქერტიმ [ ფორმულა]
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი პარლამენტში, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
კომენტარები