ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
“მნიშვნელობა არ აქვს იმას, “ოცნება” შეთანხმებულად მუშაობს თუ არა რუსეთთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ “ქართული ოცნება” და ჩვენი ქვეყნის მთავრობა იქცევა ისე, როგორც აწყობს რუსეთს და არ ესიამოვნება დასავლეთს. აქედან გამომდინარე ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ თუ შეუგნებლად, ჩემთვის ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ჩემთვის გამოიყურება ისე, რომ ისინი მუშაობენ რუსეთზე.
მილიონერებმა და მილიარდერებმა ძალიან კარგად იციან დათვლა, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბოღმის ჩადება უყვარს ივანიშვილს გულში. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად იცის დათვლა, იმის დათვლას არაფერი არ უნდოდა, რომ ცოტა ხნით ადრე დაეჭირა ან მერე ამ ბოღმის ვთქვათ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ახლა ველოდებით დასავლეთისგან/ევროკავშირისგან პასუხს წევრობის კანდიდატობის თაობაზე და ახლა მოხდა ეს, ეს სხვა აზრებისკენ მიბიძგებს – მისკენ, რომ ეს გეგმაზომიერი ნაბიჯია, რათა ჩვენ უარი მივიღოთ კანდიდატის წოდებაზე,”
მამუკა ღლონტმა თქვა, რომ ნიკა გვარამიას სახით საქართველოს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა.
კომენტარები