თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო.
დაცვის მხარემ და ნიკა გვარამიამ მოითხოვს, სასამართლო პროცესს დაესწროს მთავარი არხი.
პროკურატურის მხარის განცხადებით, გამონაკლისს დაუშვებს თუ არა სასამართლო, ამას მთლიანად მოსამართლეს მიანდობენ.
“პალატამ მოისმინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს ფოტო–ვიდეო და აუდიო გადაღებას, ვალდებულია მიაწოდოს სხვა მაუწყებლებსაც ინფორმაცია, მაგრამ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაზეც დაცვის მხარემ ისაუბრა, რომ შეიძლება მიწოდების დროს არსებობდეს ხარვეზები, ასევე იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ბატონი ნიკა გვარამია არის მოცემული არხის დირექტორი და დამფუძნებელი, შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს პრობლემას, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და მთავარ არხს მიეცეს გადაღების უფლება.
შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მთავარს არხს მიეცეს საშუალება სხდომის გადაღების და ტრანსლირების. შეგიძლიათ შემოუშვათ მთავარი არხი” – განაცხადა მოსამართლემ.
კომენტარები