„ვერ ვიტყვი, რომ ხელი მოაწერეს და ეს დანაშაულია. ვინც ხელი მოაწერა ყველას უნდა ნიკას დროზე გამოსვლა ციხიდან… ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და მე არ ვამტყუნებ არავის, ვინც ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს.
„არა ვარ მე პოლიტიკაში ჩართული და არ ვიცი რა ხდება. ყველაფერი არის გულისამრევი.
კონტაქტი არ მაქვს (ნიკასთან) ორ თვეზე მეტია არ მინახავს. ორჯერ დამირეკა და მაგრად იყავიო მითხრა.
ნიკა თავის ღირსებას იცავს და იცავს კაცურად და მე ამაში 100%-ით ვეთანხმები. მეც, რომ ვიყო მის ადგილას ასე მოვიქცეოდი. ჩემი შვილია და ერთნაირი შეხედულება გვაქვს. ქურდობისთვის არ ზის, არც რაღაც ოხრობისთვის, ზის სამშობლოს სიყვარულისთვის.
ვერ ვიტყვი, რომ ხელი მოაწერეს და ეს დანაშაულია. ვინც ხელი მოაწერა ყველას უნდა ნიკას დროზე გამოსვლა ციხიდან. როდესაც ევროპის დიდი პოლიტიკოსები არიან ჩართულნი, ალბათ ძალიან ძნელია, თქვა „არ მოვაწერ ხელს“. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას გარეთ გამოსვლისთვის მოაწერეს ხელი. მწყინს ის, რომ შეეძლოთ ტაიმაუტი აეღოთ, როგორც ნიკამ თქვა და მისთვის ეთქვათ.
ამნისტიის შემთხვევაში, ნიკა უძლური იქნება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მერე იბრძოლებს ამნისტია არ შეეხოს იმ ყაჩაღებს ვინც თვალები ამოთხარა ბავშვებს, ვინც სისხლი დაღვარა.
ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და მე არ ვამტყუნებ არავის, ვინც ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას. ჯაფარიძე ლელოდან ამბობს, რომ მე არ შევალ სანამ ნიკას არ გამოუშვებენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კი მე წავედი დათმობაზე ხელი მოგიწერეთ მაგრამ ნიკა უნდა გამოუშვათ.
იცით რატომ არ აწყობთ ნიკას გამოშვება, 15 მაისამდე მთელ საქართველოს შემოივლის, მთელ ხალხს ფეხზე დააყენებს და გადატენილი იქნება რუსთაველის გამზირი და ეს არ აწყობს ამ მთავრობას“, – აცხადებას ანზორ მელია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას 15 მაისს რუსთავის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.
კომენტარები