„იმედის“ ინფორმაციით, თბილისში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.
ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
კომენტარები