„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკა ლალიაშვილი ინიშნება. არხის თანამშრომლებს საკადრო ცვლილებას და დაგეგმილ სიახლეებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააცნობენ.
„პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნიკა ლალიაშვილთან სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება ელდარ მდინარაძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის გენერალური დირექტორობიდან არხის სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს.
ცნობისთვის: ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დღემდე ელდარ მდინარაძე გახლდათ, რომელიც ამ პოსტზე გასული წლის მაისში დაინიშნა.
კომენტარები