ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას პასუხობს და აცხადებს, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე არასერიოზულად იქცევა და “ოცნების” საამებელ განცხადებებს აკეთებს ენმ-ს კრიტიკით.
ბარამიძე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ამბობს, რომ მელია, რომელიც ხალხმა თავის დროზე ენმ-ს თავმჯდომარეს აირჩია, პარტიის მლანძღველად ან მაგინებლად გადაიქცა.
ბარამიძემ ასევე მელიას ტონი დაუწუნა სააკაშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით და ისიც აღნიშნა, რომ მელიას პარტიიდან გარიცხვას პარტია არ აპირებს.
ვფიქრობ, რომ ნიკა მელია ძალიან არასერიოზულად იქცევა და არასერიოზულად ექცევა პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც მან მხარი დაუჭირა ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევის დროს. ამ ადამიანებს უნდოდათ ნიკა ეხილათ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ და არა პარტიის მლანძღველად ან მაგინებლად. მან არ უნდა მისცეს თავს უფლება, ფაქტიურად შეურაცხყოფა მიაყენოს მიხეილ სააკაშვილს და თურმე მისი სიტყვები, კაცი მომაკვდავია, იქიდან მაქსიმალურად ძალას იკრებს, მიმართვას უგზავნის ჩვენს პარტიას და ჩვენს მომხრეებს და ნიკა ამას სადღეგრძელოს უწოდებს. ძალიან სამწუხაროა, თუ ნიკა ვერ ერკვევა ამ სიტყვების მნიშვნელობაში და რა მისია და პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს, ნაციონალურ მოძრაობას არავინ არ გაურიცხია, არ ვიცი შეიძლება თვითონ ელის, რომ ჩვენ იგი გავრიცხოთ, არ მგონია, რომ ჩვენ მას გავრიცხავთ და ის უნდა გავრიცხოთ. მე მას მოვუწოდებ განიმსჭვალოს პასუხისმგებლობით, გააცნობიეროს სერიოზულად ის სიტყვები, რაც ჩვენ ყველას ერთად გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა. სიარული და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა ქოცების საამებლად ვერაფერი დიდი ამბავია. ეს ნიკამ უნდა გააცნობიეროს. დღეს ქოცები გვესხმიან თავს და მათი საამებელი განცხადებებით არ უნდა გვესმოდეს”.- განაცხადა ბარამძემ.
კომენტარები