მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს.
სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, “ეფესბეს” აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.
რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!
და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები.“
შეგახსენებთ, მელიამ ,,რეაქციაში” განაცხადა:
,,რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის არ იყო ახირება, არ იყო აგდებული ქვა, რომელსაც თავი შევუშვირეთ, არა, ეს [ერთიანი ფორმულა] იყო ჩვენთვის წაგების ფორმულა. უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას.“
კომენტარები