„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო. ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავას რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა.
პროცესის დაწყებამდე მელიას გიგი უგულავამ უთხრა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, მელიამ კი უპასუხა, რომ „19 კილო დაიკლო“.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.
კომენტარები