ნიკა მელიას გამარჯვებას სოციალურ ქსელში პარტია ,,ლელო” ლობირებს – ინფორმაცია ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის, თანამოაზრემ, დიმიტრი შაშკინმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
`ჩვენზე მოდის ტროლებისა და ბოტების იერიში, მათი 28 – 29% ,,ლელოს” მხარდამჭერებია. ეს ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძემ შეხვდა ნიკა მელიას და მხარდაჭერას დაპირდა, მათ შორის, პოლიტიკურიც და ფინანსურისაც. ეს იყო ღია ინფორმაცია~ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
კომენტარები