• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას გათავისუფლება ერთ-ერთი ბირთვი იყო შეთანხმების – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
17:53 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი:

“ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე იქნა ხელი მოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითარდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ და პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. 

ზუსტად ეხება იმ ცენტრალურ ელემენტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არ დაგვავიწყდეს, 9 პარტია მონაწილეობდა ამ პროცესში. სასამართლო რეფორმა მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და, მთლიანობაში, მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან პარტიებისადმი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, იმისთვის, რომ ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

ამიტომ იყო თანმიმდევრული ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში, რაც უზრუნველყოფდა, აგრეთვე, მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელებულიყო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბატონი მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო იმ შეთანხმების, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისთვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის ნდობით სარგებლობდეს სასამართლო და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდეთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების შემდეგი დღიდან პარტიებისადმი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე”

წყარო – რუსთავი2

თეგები: აშშკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved