გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება – ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული მორაგბის, ნიკა ჟვანიას დედა უარყოფს, რომ ცაცია პირი, რომელმაც რამდენიმე ადამიანს დაზიანებები მიაყენა მისი შვილია.
მორაგბის დედის განმარტებით, მისი შვილი ნამდვილად არის გოგა ჩხაიძის ნათლული და ადასტურებს იმასაც, რომ ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ამბავი ასკანელი ძმების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მასთან სატელეფონო საუბრისასაც მოუკითხა.
„ნიკა ყოჩებში თამაშობდა. მართლა გაუგებრობის მსხვერპლია და დასახმარებლად მივიდა იმ დაპირისპირების დროს. რაგბშიც ყოველთვის მარჯვენა ხელითაა, ნიკა არ არის ცაცია და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ“
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარმა” გაავრცელა განცხადება, რომ ცაცია, რომელმაც რამდენიმე ადამიანს მიაყენა მარჯვენა მხარეს დაზიანებები მორაგბე ნიკა ჟვანიაა.
ნიუსპოტი
კომენტარები