“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის გადაყენება სურდა, თუმცა ნახა, რომ ამას მხარდაჭერა არ ექნებოდა:
ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. სხვადასხვა მდივნები არიან, რომლებიც უჭერენ მხარს ხაბეიშვილს ან ნიკა მელიას, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თანამდებობიდან ვინმეს გადაყენება არ გადაყენებაზე, მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულად. […] თავმჯდომარე თავადაა და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, ნუგზარ წიკლაურმა, გუშინ, 11 დეკემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია. როგორც გენერალურ მდივანს… იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს.”
კომენტარები