ბრიუსელის მონაწილეობით ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე ეხმაურება და წერს:
“ნიკოლ ფაშინიანი არის პიროვნება: ყველაფერ იმის იქით, რაც 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ გააკეთა, რისთვისაც დაისაჯა 2020 წლის ომით, ახლა ასეთ ვითარებაში ილჰამ ალიევს შეხვდა შარლ მიშელის შუამავლობით ბრიუსელში, ოდკბ-ს წევრთაგან ერთადერთმა მან მხარი არ დაუჭირა რუსეთს, როდესაც ეს უკანასკნელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს. ამავე დროს, საუბრობს ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო და მშვიდობიან დარეგულირებაზე. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, ის ოთხი წელია დიდი მსხვერპლის ფასად ცდილობს სომხეთი რუსული ორბიტიდან გაიყვანოს. ცოტა უკრაინა უნდა წაეხმაროს (რუსეთის დამარცხებით), ცოტა ილჰამა და რეჯეფა (რბილი დამოკიდებულებით), ცოტა დასავლეთი და ეგება გაძვრეს სომხეთი ცივილიზაციის გზაზე.”
კომენტარები