გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ZDF-ის ჟურნალისტების, მარკუს ჰარმისმა და იანიკ შნაიდერის გამოძიებით დაადგინეს, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და რუსი ასლან კარაცევი გარიგებულ მატჩებში არიან ეჭვმიტანილნი.
მათ დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, მათ გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.
ZDF-მა ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საიდუმლო დოკუმენტების შესწავლით მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ.
რაც შეეხება ბასილაშვილს, მისი სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ისიც ეჭვმიტანილთა შორისაა..
წყარო : ამბები.ჯი.
კომენტარები