ერთი საათია თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.
ბასილაშვილის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის დახურვა მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მოითხოვა. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით კი, დახურვის მიზეზი გახდა არასრუწლოვანი, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. მას ყოფილი ცოლის ცემას ედავებიან. imedinews-ი ესაუბრა ბასილაშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ამბობს, რომ ჩოგბურთელი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები