ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.
წინა სხდომაზე სამართალდამცველი და სასწრაფოს ექიმი გამოჰკითხეს, რომლებსაც დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ შეხვდა.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას სასამართლო ოჯახში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობას ედავება.
კომენტარები