ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
“გამორიცხულია მზიურში ხელცარიელი ჩავიდე.
იქ სამი ისეთი სიყვარული მელოდება, სასუსნავის გარეშე რომ მივსულვარ წყინთ
დღეს დილასაც ნიკორაში ავარჩიე ქათმის იაფიანი ძეხვი და მივედი გადასახდელად.
მოლარემ დახლზე მითითებული თანხაზე მეტი მითხრა ორი ლარით.
მე:
– უკაცრავად, სხვა ფასი რომ ეწერა? ხომ არ შეგეშალათ?
( ხშირად იტყუებიან და იმიტომ ჩავეკითხე)
მოლარე, დამცინავი სახით:
– ასე გიჭირს?
გავაღე პირი, უნდა დამემხო, მაგრამ მაგრა დამეზარა.
აზრი???
გამოვდივარ მარკეტიდან და კარში ახლა ქალი მეცა:
– ადამიანებს შიათ და შენ ძაღლებისთვის მიგაქვს საჭმელი! არ გეღირსოს არაფერი!
აქაც დამეზარა პასუხი. :(((
მზიურში კიდე კაცი დამეძგერა, ხეზე ნუ აფსამს შენი ძაღლი, ახმობს და სუნიაო.
მოკლედ ისეთი დამძიმებული წამოვედი…
მართლა რა ჯანდაბა ჭირს ამ ხალხს, ვინ არიან, რა უნდათ…”
კომენტარები