“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ნინო კასრაძე არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს,
როგორც მსახიობი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, “დავით დოიაშვილი გაწირეს იმიტომ, რომ რეჟიმი ანდრო ჭიჭინაძისა და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს”.
“ძალიან მძიმე იყო ეს, რაც გავიგე. ყველაზე არასწორი, რაც შეიძლება დღეს გაკეთებულიყო ხელოვნების სფეროში, არის ეს ნაბიჯი. ჩემთვის ყველაზე მძიმე ნიშანი ის არის, რომ დათოც გაწირეს, დათოც მოხსნეს იმიტომ, რომ არ აპირებენ ანდროს და სინდის სხვა პატიმრების გამოშვებას. მე ესე ვხედავ ამას. მათ ყველაფერი რისკის ქვეშ დადეს, თავისი პროფესია, ჰობი, რწმენა, სიყვარული ყველაფერი დადეს. ისინი სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ არ გააგრძელებენ მუშაობას. ხალხმა თავისი თავის ავტოლიკვიდაცია გააკეთა, რა შეიძლება ამის უკან იდგეს თუ არა სოლიდარობა. დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანს მოაშორებდნენ და არც კი კითხულობენ”, – ამბობს ნინო კასრაძე.
კომენტარები