“ქართულ ოცნებაში” ბრიფინგი გაიმართა, სადაც შალვა პაპუაშვილმა, პარტიის სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა – ამჯერად, კვლევა ქალაქ რუსთავში ჩატარდა.
შალვა პაპუაშვილი:
“პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა, ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა, ქალაქ რუსთავში, გამოიკითხა 1504 რესპოდენტი, კითხვაზე, ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
ქართული ოცნება – 49,7 %
ნაციონალური მოძრაობა – 33,6 %
პატრიოტთა ალიანსი – 3,5%
საქართველოსთვის – 3,3%
გირჩი მეტი საქართველოსთვის – 2,7%
ლელო – 1,8
ლეიბორისტული პარტია 1,2%
სხვა პარტია – 4,2%
რეიტინგების მიხედვით ქართული ოცნების შვიდივე კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება:
ქართული ოცნება – 23 მანდატი
ნაციონალური მოძრაობა – 10
პატრიოტთა ალიანსი- 1
საქართველოსთვის- 1
კითხვაზე ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე განაწილდა:
ნინო ლაცაბიძე – 53,5%
დავით კირკიტაძე 36,8%
ბექა ლილუაშვილი – 3,6%
თორნიკე არევაძე – 2,5%
სხვა კანდიდატები – 3,5%
კომენტარები