• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ლომჯარია – სასამართლოში ბევრი მტკიცებულებით ვარ მოსული

ალია ავტორი - ალია
12:42 11-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ის არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში აძლევს ჩვენებას.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ლომჯარიამ განაცხადა, ის სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით არის მისული.

„პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდშიც, ჩვენი მხრიდან არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიება არ დაუწყია. გამოძიება ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. მე დღეს გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, რა თქმა უნდა, ველოდი ამას და სურვილი მქონდა ამ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების, რადგან აქ ბევრი მტკიცებულებით ვართ მოსული და ვაპირებთ, სათითაოდ ვისაუბრო ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენს განცხადებებს, შეფასებებს ადასტურებს. საქმე ეხება არამხოლოდ იმ მუხლის გარშემო არსებულ მტკიცებულებებს, რომლის გარშემოც დაწყებულია გამოძიება, არამედ, კიდევ სხვა, არაერთი სისხლის სამართლის ნორმის დარღვევის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას, ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-დამუშავებას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის დარღვევას, ამომრჩევლის მოსყიდვას და ა.შ. ასევე გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცესკო-ს წევრების და საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თუ ბოროტად გამოყენების ინფორმაციას. ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის, რომ პროკურატურას დავეხმაროთ ეს საქმე გამოიძიონ, პროკურატურის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მადლიერი ვიქნებოდი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რადგან მათ ამ საქმის გამოძიებას ძალიან გავუადვილებთ, იმდენად ბევრი მტკიცებულება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ, მაგალითად, გუშინ ცესკო-მ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა, კანონის საწინააღმდეგოდ თავად დაადგინა პრეზიდენტის არჩევის ვადები, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ეს კონსტიტუციური და კანონისმიერი ჩარჩოებიდან გასვლაა, ამიტომ ასეთ დროს, როცა სრული თვითნებობაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მათ მომზადება დაიწყეს, რათა ევროკავშირის „ტექნიკურ მისიას“ კონკრეტული მტკიცებულებები გადასცენ.

„ვემზადებით ევროკავშირის „ტექნიკურ მისიასთან“ შესახვედრად. იმედი გვაქვს, ისინი ობიექტურ შეფასებას დადებენ, რადგან მათაც მივაწვდით ყველა ამ ინფორმაციას და მტკიცებულებებს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ლომჯარიამ თავდაპირველად უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე, მან გამოკითხვაზე მისვლა მოითხოვა მაგისტრატ მოსამართლესთან. ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხავს. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved