ნინო ლომჯარიას პასუხი ირანიდან საქართველოში დაბრუნებულ პრემიერს, რომელიც ირანში ვიზიტის მიზეზებზე საუბრის ნაცვლად, ყოფილ სახალხო დამცველზე საუბრობს.
მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ამითაც გამოირჩევა, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს მომხდარზე და ყოველთვის სხვისი ბრალია. სხვისი ბრალია, რომ გავრილოვი ჩაჯდა მის სკამში, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს ჩვენი მეგობრები აღარ უჭერენ უკვე მხარს, რადგან ქართული დიპლომატია ვერ მუშაობს. სხვისი ბრალია, რომ საქართველოს ჯარს შეუჩერეს ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება. სხვისი ბრალია, რომ ის წავიდა ირანში, ტერორისტის გვერდით იჯდა და ა.შ.. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი სურათები და ვიდეო კარგად ასახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ეს არის ვიზუალური გამოხატულება, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის ბუნებრივი ადგილი ირაკლი კობახიძის და მისი მთავრობის”, – ამბობს ნინო ლომჯარია.
ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა.
კომენტარები