ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ბავშვები დაწესებულებაში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიმ ჩიყვანა.
როგორც “რუსთავი 2-ს” “პატრიოტთა ალიანსში” განუცხადეს, არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.
მათივე ცნობით, ბავშვების ვიზიტი პანსიონში მშობლების თანხმობით განხორციელდა.
კომენტარები