იაპონური Nissan-ი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Renault-Nissan-Mitsubishi-ის ალიანსიდან გასვლის შესახებ უარყოფს. ინფორმაციას Nissan-ი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ Nissan-ი ალიანსის დაშლას არ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ Forbes-ი The Financial Time-ზე დაყრდნობით წერდა, რომ Nissan-მა შესაძლოა ავტოკონცერნი Renault დატოვოს. Nissan-Renault-ის ალიანსი 1999 წელს შედგა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ჟამს განვითრებული მოვლენების გამო, Nissan-ს ურთიერთობა გაურთულდა Mitsubish Motors-თან, რომელიც ასევე კომპანიის პარტნიორია.
ცნობისთვის: Nissan-ს CEO კარლოს გონი ტოკიოდან ლიბანში 31 დეკემბერს გაიქცა. გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. Nissan-მა გონს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანლის პოსტი დაატოვებინა.
კომენტარები