აშშ-შო მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
„ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი. ინტელექტითა და კლასით მოყელყელავე თბილისურ ელიტას ლაგამი ამოსდე; ქალამანებისა თუ ფოსტალების ინტელექტის მქონე არარაობები მთავრობად დაუსვი; თავმომწონე პროფესიონალებს საკუთარი თავმოყვარეობა უმარილოდ შეაჭამე; სოლოლაკში ზვიგენი გაჩითე და გლდანში ბიტკოინი, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, სრულიად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი, სრულიად სხვადასხვა წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანები რომ შელახული ღირსების ირგვლივ გააერთიანე.ნამეტანი ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, ნამეტანი.“
კომენტარები