ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა:
„პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა – „დაასრულეთ ეს თამაში“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ. სამწუხარო ამბავია, „ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
კომენტარები