ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, – ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ წერს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსით ქალაქში 3 202 ადამიანი გარდაიცვალა. 2001 წელს მომხდარ ყველაზე საზარელ ტერაქტს კი, 2 977 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.
რაც შეეხება ნიუ იორკის შტატს, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 731 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნიუ იორკის შტატში აღნიშნული ინფექციით 5 500 ადამიანია დაღუპული. მთელი ქვეყნის მაშტაბით კი, ვირუსით უკვე 11 000 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 370 000-ს აღწევს.
კომენტარები