ნიუ-იორკში კომერციულ შენობებში მოხვედრა მალე მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.
“გინდათ დატკბეთ ყველაფერი შესანიშნავით, რასაც ამ ზაფხულს ნიუ-იორკი იძლევა? გაიკეთეთ აცრა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, არავაქცინირებულ პირებს ბევრ მოვლენაში მონაწილეობა არ შეუძლია.
“დროა ადამიანები მიხვდნენ, რომ კარგი, სრულყოფილი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ვაქცინაცია აუცილებელია”, – განაცხადა მერმა.
ამგვარად, ნიუ-იორკი პირველი ამერიკული მეგაპოლისი იქნება, რომელიც რესტორნების, სპორტული კლუბების, კინოთეატრებისა და გასართობი ადგილების სტუმრებს ვაქცინაციას მოსთხოვს.
პროგრამა, რომელსაც ბილ დე ბლაზიომ უწოდა “საშვი გასაღები ნიუ-იორკში” (Key to NYC Pass) 13 სექტემბერს ამოქმედდება.
ამჟამად ნიუ-იორკის ზრდასრული მოსახლეობის 66% ვაქცინირებულია, 70%-ს კი ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული.
კომენტარები