,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,რა მინდა გითხრათ: ჩვენი ტვ ხომ ბოლო ორი წელია პრაქტიკულად უბიუჯეტოდ მუშაობს. მართლა. ფაქტიურად ნახევრადდახურულ რეჟიმში ვართ. ნიუსრუმში ლამის ქაქუცა კატა ვამუშაოთ მემონტაჟედ, ისეთ დღეში ვართ. ხოდა, ვათვალიერებდი რეიტინგებს და ჩვენი ნიუსი ხანდახან თურმე მოამბის მთავარ გამოშვებას უსწრებს. ჩვენი კარგიც, მაგრამ ამ ასმილიონიან ტელევიზიას მიხედეთ ხალხო, ტეხავს ამდენი ფულის უნიტაზში ჩარეცხვა.”
კომენტარები