ამერიკელი ადვოკატი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში შეხვდა, აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი, რომელიც ელოდება ნებართვას მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად:
ადვოკატის თქმით, ის უშუალოდ აშშ-სა და უკრაინის საელჩოებთან იმუშავებს.
“დიდი დრო დაგვჭირდა აქ ჩამოსასვლელად. საბოლოოდ ჩამოვედით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად. ამ ქვეყნისთვის და ამ ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური იდენტობის შექმნაში დახმარება. მე უშუალოდ ვიმუშავებ აშშ-სა და უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელიც არის ნობელის პრიზის ლაურეატი. ის აქ არის და ის ელოდება მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას. მას ჯერ კიდევ არ აქვს თანხმობა რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოვიდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, რათა პაციენტი მოინახულო და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა, თუმცა მას ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ და ძალისხმევას, ამასთან უფლება უნდა მივცეთ ექიმ კობის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის საელჩოებთან ამ პროცესის დასაჩქარებლად.” ამბობს მასიმო დი ანჯელო.
კომენტარები