15 ნოემბრიდან იტალიის ქალაქ ასისში მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ-მოჭადრაკეთა შორის აიღებს სტარტს.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ-ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის, სოფიკო ტერელაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ბუქარესტში 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და 78 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები