ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.
ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები