გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ნორვეგია უკრაინას 7 მილიარდ დოლარს გადასცემს.
ეს არაა არც ,,დახმარება,, და არც ,,ჩუქება,, როგორც ეს ნორვეგიის პარლამენტმა დღეს თავის სტეიტმენტში გარკვევით და არაორაზროვნად თქცა.
ესაა ის თანხა, რომელიც ნორვეგიამ დამატებითი მოგების სახით მიიღო უკრაინის ომის მიზეზით ნავთობის გაძვირების გამო.
აი ამ თანხას უბრუნებს უკრაინას უკან.
ადამიანურად, ფასეულობრივად, სოციალურად…
ესაა ის მინიმალური რესპექტის გამოხატვა და უბრალოდ იმის გააზრება, რომ სახელმწიფო ნორვეგიას არსებული სიტუაცია გამოგადგა და დამატებითი მოგება მიიღო.
ნორვეგიის პარლამენტმა საკუთარ ხალხს და საზოგადოებას ზუსტად აი ასე აუხსნა ნორვეგიის სახელმწიფოს გადაწყვეტილება.
ეკუთვნით ადამინურ სოციალურ ფასეულობრივი წესით უკრაინელებს ეს ფული და ვაძლევთო…
ახლა გადახედეთ ირგვლივ, აი საქართველოში და თქვენს ირგვლივ,
ვის და როგორ გამოადგა რაღაცა სიტუაცია საქართველოში და აბრუნებს თუ არა აი ამ გამოდგომის მინიმუმს უკან…
ეს ეხება ჯანდაცვის სისტემას თუ ენერგობიზნესს საქართველოში თუ ბანკებს თუ უბრალოდ კერძო ადამიანებს, რომლებმაც ან სიტუაცია ან ვიღაცის სახელი გამოიყენეს თუ იყენებენ და ამით პირადი გამორჩენა ჰქონდათ და აქვთ.”
კომენტარები