ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნორვეგიაში ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა და 23 საეჭვო. პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ულევალის ჰოსპიტალის 2 ექიმს შორის, რომელიც იტალიის ზამთრის კურორტებზე ისვენებდა და იქედან დაბრუნდა წინა კვირის ბოლოს. იმ მომენტისათვის როცა ისენი დაბრუნდნენ მათ სიმპტომები არ ჰქონდათ და არც იმ რეგიონებთან იყვენ შეხებაში იტალიაში, სადაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. შესაბამისად მათ მაშინათვე არ გაამახვილეს ამაზე ყურადღება. სიმპტომების გამოლენის შემდგე კი განაცხადეს რომ არც ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტს არ ჰქონდა შესაბამისი რეკომენდაციები რომ ჩამოსვლისთანავე უნდა გაეარათ შემოწმება. ამ შემთხვევის შემდეგ, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა შეცვალ თავის რეკომენდაციები. შეცვალა ისე, რომ არავის ის მტრად არ გამოუცხადებია (თუმცა კრიტიკა იყო ცხადია) და არც ერთი ამბავი ატეხილა, რადგან ყველამ იცის რომ ეს ახალი ვირუსია და ჯერ ყველაფერი ცნობილი არ არის.
დაავადებათ კონტროლის ევროპული ცენტრის სულ ბოლო ეპიდ რელიზშიც, ხაზგასმულია რომ მიუხედავდ იმისა რომ კონტატქების გამოვლენა, იზოლაცი თუ კარანტინი კარგია, შემთხვევების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მარტო მათ იმედზე დარჩენა ცოტა ძნელი იქნება, რადგან შეიძლება ძალზედ ძნელი გახდეს ყველას კონტაქტის გამოვლენა და მიხედვა.
მოკლედ მეტად სუსტი ქართული ჯანდაცვის სისტემის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ინფექციურმა საავადმყოფომ მოახერხეს ამ ეტაპისათვის იმის მაქსიმუმზე მეტი, ვიდრე ეს მათ სისტემისადმი გამოჩენილი ყურადღებიდან შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ჩვენს სისტემას უამრავი პრობლემა აქვს რომელიც ძალიან ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ როდესაც ასეთი კრიტიკულუ სიტუაციაა, ვფიქრობ სჯობს ჩვენს ექიმებს მათ გვერდში ამოვუდგეთ და ვეცადოთ გადავლახოთ ეს სიტუაცია..ამავდროულად ვნახოთ სად არის პრობლემები და დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები…ოღონდ შემდეგ აღმოვფხვრათ და არა სინანული გამოვთქვათ შემდეგ როგორც ბატონი სერგეენკო, რომ წლების განმავლობაში არაფერი მომხდარა…და კიდევ, მათ ვინც ეს სისტემა დაანგრიეს, აი ეგენი რომ გაჩუმდნენ და ბოდიში მოიხადონ ამისთვის, ესეც კარგი იქნებოდა!!”
კომენტარები