ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:
“სამარცხვინო ინიციატივა!!! რაც ისედაც დაპირისპირებულ საზოგადოებას კიდევ უფრო გახლეჩს და ემსახურება ერთურთის შეძულებას!!! თურმე, ვინც აცრილია ათასი “ბრჭყვიალა” ფასდაკლებები და შეღავათები ელის და ვინც არა… მალე შეიძლება, ერთ დროს ამერიკაში შავკანიანებს თეთრკანიანებთან ტროტუარზე ასვლას რომ უკრძალავდნენ, იმ დღეში აღმოჩნდნენ.
ჰმ, ბოლოს ისე დათრგუნავენ და მიაყენებენ კედელთან საკუთარი მრწამსით ამ ექსპერიმენტალური ვაქცინაციის პროცესში ჩართვის არ მსურველ ხალხს რომ ერთხმად “ბუჰ” რომ დაიძახონ და არჩევნებს, რესტორნებს, ტრანსპორტს და ყოველგვარ მომსახურეობას ბოიკოტი რომ გამოუცხადონ… საარჩევნო თუ ეკონომიკური ზარალი მერე იკითხონ და მერე უკეთონ “თეთრ და ფუმფულა” აცრილ ხალხს “ფოჩიან კანფეტებზე” ფასდაკლებები!!
ნუ აღვიძებთ ასეთი ერთი მხარის მიმართ ასეთი იაფფასიანი “პრიორიტეტებით” ცხვრებში მგელს, თორემ “ვისი როგორ გაისვრის” ჯერ კიდევ არ იცით!!”
კომენტარები