დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გერმანიაში უმაღლესი განათლება უფასოა ანუ გერმანიის საუკეთესო უნივერსტეტები სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე ასწავლიან საკუთარ სტუდენტებს. იმავდროულად გერმანიის სტუდენტები სარგებლობენ უამრავი შეღავათით სახელმწიფოსგან, დაწყებული სტუდენტური იაფი ბინებით და დამთავრებული შეღავათიანი სამგზავრო ბილეთებით. ახლა დაფიქრდით და კარგად გაიაზრეთ, რომ მინიმუმ 25 წელიწადია საქართველოს ახალგაზრდებიც იგივე პირობებით სარგებლობენ გერმანიაში. გერმანელი ხალხის მეგობრული, კეთილი ნების გამო, უცხო, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეები უკვე 25 წელიწადია ჩამოდიან გერმანიაში და უფასოდ იღებენ უმაღლეს განათლებას მსოფლიოში საუკეთესო მიუნხენის, ჰეიდელბერგის, ბერლინის, ფრაიბურგის და სხვა ცნობილ უნივერსტეტებში. ათასობით ახალგაზრდამ უკვე მიიღო უკვე ეს სიკეთე ამ ქვეყნისგან (დამიდასტურებენ აქ მკითხველნი). რა არის ეს თუ არა უანგარო სიკეთე და მეგობრობა გერმანიისგან? ნუ აყვებით ვირეშმაკულ ტყუილებს. უყურეთ უტყუარ ფაქტებს და დააფასეთ ნამდვილი მეგობრები.“
კომენტარები