ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:
“საერთოდ, დიდი სისულელეა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ეს დათქმები და “მოთქმები”!
აბა, მიპასუხეთ:
30 წლის წინ რა პირობით მიანიჭეს თურქეთს კანდიდატის სტატუსი? რომელი შეასრულა? თუ შეასრულა, რატომ არ გააწევრიანეს? და თუ არ შეასრულა, რატომ არ გაუუქმეს ეს სტატუსი?
აბა, მიპასუხეთ:
70 წლის წინ, მაპის რა პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღეს თურქეთი სამი წლით ადრე შექმნილ ნატოში?
ნატოც და ევროკავშირიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საერთოდ არაფერ შუაშია დათქმა და პირობა!
უნდათ? – მოგვცემენ!
არ უნდათ? – არ მოგვცემენ!
ასეა ეს, და აბსოლუტურად არაფრისმომცემია გაუთავებელი წივილ-კივილი ამ თემაზე!
ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო კავკასიური ფაქტორების გათვალისწინებით!
დიახ, კავკასიური ფაქტორების, რადგან სადაც უნდა მიგვიღონ, კავკასიიდან ვერავინ გადაგვდგამს!
P. S. და ნუ ატყუებთ ხალხს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ აქ სამოთხე იქნება!”
კომენტარები