პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა და განაცხადა, რომ ეს ალტ–ინფოს მოწყობილი პროვოკაცია კი არ იყო, არამედ, ლევან ბერძენიშვილმა მოაწყო პროვოკაცია და მას ალტ–ინფო წამოეგო.
გია ვოლსკიმ უპასუხა ალტ–ინფოსაც, რომელიც აცხადებს, რომ ეს ქვეყანა მათია და ისინი ადგენენ აქ წესებს და თქვა:
“ალტ-ინფოს” კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ დაიჩემებს ქვეყნის კუთვნილებას (ნუ დაიჩემებს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით).”
კომენტარები