პარტიის კანონი და სამართალის თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა, განაცხადა:
“როცა ნიკა მელაის და ელენე ხოშტარიას წარდგენა იყო, გიგა ბოკერია გამოვიდა და თქვა – ინიციატორი ვარ.
მკითხეთ, კოალიციურ მთავრობას რომ ვთავაზობთ ხალხს, იმ ხალხს უნდა ბოკერიას ინიციატივით წარდგენილი კოალიცია? არა, ბატონებო, კოალიცია პარიტეტზეა.
ნუ გადავრევთ ამ ხალხს არჩევნების წინ. ვინ დანიშნა ინიციატორად? ვის მოელაპარაკა? შალვა ნათელაშვილს მოელაპარაკა? დავით ჭიჭინაძეს მოეალაპარაკა? თამარ ჩარკვიანს მოელაპარაკა? ხალხს ვპირდები თქვენი ეთერით, რომ კოალიცია იქნება და კოალიციას რიგით ჯარისკაცად მოვემსახურები. …
ნაციონალური მოძრაობა არის 27%-იანი დასავლური ვექტორის იდეალისტთა პარტია, ბოკერიას პარტია დაშლილია და აბა, ბოკერიას პარტიას ხომ არ დავიცავ. ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა და უკან გადგა მაჟორიტარებში. შენც გადექი, რა, რომ ხედავ, შენი პარტია გაქვს თავზე ჩამოლეწილი და დიდი სიმპატიებით არ გამოირჩევა
ასე თუ გაგრძელდა, წარმოადგინონ პარტიებმა თავ-თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები, რომ ხალხმა მიიღოს ნამდვილი კოალიციური მთავრობა და არა გიგა ბოკერიას ფეიკებით გამოტენილი გაურკვეველი შემადგენლობა. ამაზე, უკაცრავად, შეთანხმება არ ყოფილა. ეს მისი სტილია, სირბილი სხვისი პარტიის ხმებით და დივიდენდებით პარლამენტში შესვლა. ეს გააკეთა მან 2016 წელს. რატომ, იმიტომ რომ ვერ იტანს სხვის წარმატებას, არ გამოსდით, რადგან არ არის მის მიმართ სიმპატია. პარლამენტში არ შევიდა, არ შევიდა იმიტომ, რომ ხელში მანდატი არ ეჭირა. ბოიკოტი იმ ადამიანებმა გამოვაცხადეთ, ვისაც მანდატი გვქონდა. ახლაც, ამბობს, რომ კოალიციაა, მაგრამ არ აძლევს საშუალებას. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით ჭიჭინაძის პრეცენდენტი. მას უფლება აქვს მიეხმაროს ოპოზიციას ისნის რაიონში. რაზე საუბრობს ბოკერია, რას იყოფს მოუგებელ ბრძოლაში. კოალიციურ, ფართო შემადგენლობას ელოდება ხალხი, რასაც უნდა მისცენ ხმა. ბოკერიას მიტინგზე რომ ხედავენ, მაშინ გარბის ხალხი და მის კადრს რომ დაინახავენ, მაშინ მოგვცემენ ხმას? ამიტომ, სანამ დროა, ჯერ არ არის პრეზენტაცია და ამიტომ ძალიან მინდა, გაიხსნას კადრი და ხალხმა ნახოს ნამდვილად კოალიციური პროცესი, რისთვისაც ამომრჩეველი მზადაა, რომ ხმა მოგვცეს ცვლილებას და წავიდეს ეს მთავრობა“
კომენტარები