თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ “მთავარ არხთან” დაადასტურა, რომ კრემლის მეგობარი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში მუშაობდა.
“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა ვკითხავდით… არამგონია, დღეს, ალბათ არ იქნება გაფორმებული,” – განაცხადა ბურჭულაძე.
დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევდა, თუმცა მან ხელფასის აღება უარყო.
“მე ყოველთვის ვადასტურებდი, რომ გარეჯის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციებს ვუწევდი. უცნაური და საეჭვოა, რატომ გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი ახლა, ხუთი წლის შემდეგ. ამასთან ერთად, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ კონსულტაციებში არასდროს ამიღია ხელფასი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნისთვის დახმარების გაწევა და არასდროს მიფიქრია გარეჯის საკითხზე რამე კონკრეტული სარგებლი, თუნდაც ხელფასის ერთხელ მაინც მიღება.” – ამბობს ხიდაშელი.
კომენტარები