უფლებადამცველი, თამარ იარაჯული, რომელიც უკვე არაერთი დღეა ამაოდ ითხოვს დახმარებას, წერს:
“რაზე არ მოვსულვარ და მიბრძოლია სახელმწიფო კანცელარისთან განა ეს მარტივია და ასე ადვილია ეს ყველაფერი მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა მოგცეს ამის საფუძველი,
საერთოდ ნუ დაკარგავთ მორალს ყველა საკითხზე მიხოხია კანცელარიის წინ და ნუ მახოხებთ შვილის სიცოცხლის და გადარჩენის მოთხოვნით სირცხვილია და კონსტიტუციით აქვს ჩემს შვილს სიცოცხლის უფლება
ძალიან მარტივი რაღაც არის გასაკეთებელი კონსილიუმი რომელიც რისკებს განსაზღვრავს და ექიმები წინასწარ ერთად შეთანხმდებიან როგორ იმოქმედონ რა დროს,
მე გუშინ ექიმს ველაპარაკე და კიდევ ერთხელ ვამბობ არ მეშინია ისე ოპერაციის როგორც შემდგომი გართულებების და მე რომ ასე თვალდახუჭული გავუკეთო გაბრიელს ოპერაცია და რამე ცუდი შედეგი დადგეს ღმერთმა დაიფაროს არ ვიცი რა ფიქრიც არ მინდა საჯაროდ ვწერ შვილის ყველაფერს იმიტომ რომ თქვენ წაიკითხოთ და არა უბრალოდ ხალხმა,
ჩემ პატარა შვილს ისე გავუკეთე იგივე კლინიკაში ოპერაცია ექიმი არც მიკითხვას არაა გაბრიელის ოპერაცია და შემდგომი პერიოდი მარტივი ძალიან მძიმე რაღაც გველოდება თავად ოპერაციით დაწყებული ნუ გაიყინებით იმოქმედეთ,
დროა
ღამიდან ღებინება აქვს ბავშვს ტკივილებისგან სხეული სულ ლურჯი აქვს დიდი ხანი ვერ დაგელოდებით მომიწევს წავიყვანო და გავუკეთო და შედეგი თქვენი პსუხისმგებლობა იქნება წერილზე რეაგირება ზარით რომ წყდებოდეს ეხლა გაბრიელი ნაოპერაციები იქნებოდა არც ერთ ექიმთან არ დაგირეკავთ სიცოცხლის უნარს ვკარგავ ბავშვს რომ ვუყურებ გართულდა გაბის მდგომარეობა დრო არ არის პაუზების და ფიქრის არაა უბრალო შემთხვევა მე ბევრი ფაქტი მახსოვს ცუდი და მინდა წინასწარ დაიგეგმოს ყველამ გაბის ოპერაციის ყველა დეტალი,
მართლა საზღვარი აქვს ყველაფერს მართლა არ გესმით 12 წლის ბავშვის?
თუ გესმით ერთი კვირა გავიდა და ჯერ ექიმებთანაც არ გაქვთ დარეკილი.”
“გაბრიელი უნდა გადარჩეს! არ ვაპირებ ვიგლოვო ცოცხალი შვილი!” – დედის წერილი მთავრობას
“გადამირჩინეთ გაბრიელი, თორემ… გამწარებული დედა გინახავთ?” – დედის წერილი მთავრობას
კომენტარები