21 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუს ხალხს და ბელარუს არმიას მიმართეს, უკრაინელი სამხედროები ვიდეომიმართვაში ამბობდნენ, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმას შეუერთდებიან, მათ უმკაცრესად უპასუხებენ.
ამის საპასუხოდ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ისინი უკრაინულ ძალებს მიმართავენ.
“ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის – ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია….
თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს”, – ამბობენ ბელარუსელი სამხედროები ვიდეოში.
კომენტარები