ახალგაზრდებმა “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” დერეფნები ტრანსპარანტებით და რუპორებით მოიარეს და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. ზოგიერთმა ლექტორმა ლექცია შეწყვიტა და სტუდენტებს მსვლელობაში მონაწილეობის უფლება მისცა, მეტიც, მათ არჩევნების გაყალბების სიმბოლური სამკლაურიც კი გაიკეთეს.
თუმცა, ლექტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სტუდენტების დერეფნებში სიარულმა შეაწუხა. ერთ–ერთმა ლექტორმა, რომელიც ამბობს, რომ ინლისური ენის პედაგოგია, თქვა, რომ რუსული ენაც კი დაივიწყდა, სტუდენტებმა პასუხად მას სთხოვეს, რუსული რეჟიმი დაევიწყებია. პასუხად, ლექტორმა თქვა, რომ ისინი ყაყანებენ. თუმცა, კითხვას, რას უწუნებს პროტესტის ამ ფორმას, პასუხობს, რომ ფორმაში არაა საქმე და პროტესტის ფორმას აზრი და შინაარსი უნდა ჰქონდეს.
“ნუ ყაყანებთ, შეურაცხყობა არის აი ეს. ფორმა რა, ფორმას აზრი და შინაარსი უნდა ჰქონდეს. კარგით რა. გამოხატვის ფორმას უნდა საფუძველი ჰქონდეს. არ მაქვს არანაირი საფუძველი. არ გაყალბებულა არჩევნები – თქვენი მტკიცებულებები იყო მხოლოდ – გაყალბდა, მეტი არაფერი. თავხედები ხართ”, – ამბობს ლექტორი
17 საათზე დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა იწყება.
“გამოდით, გავაგონოთ ჩვენი ხმა” – პროტესტის ტალღა “ილიაუნიდან”
კომენტარები