“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:
“სამწუხარო ამბავი გვაქვს, დაგვეღუპა 5 ჩვენი თანამოქალაქე. გიორგი როსიტაშვილმაც დაწერა და ვინც ნამყოფი არა ხართ უკრაინაში, ამას ვერ გაიგებთ და ვინც ნამყოფი ხართ, ჩემი თხოვნა იქნება, ბიჭებო, გამოუცდელი ხალხი, ჩემსავით გამოუცდელი ხალხი, ომში ვისაც არა გაქვთ არანაირი გამოცდილება, ნუ წახვალთ უკრაინაში სასაკლაოზე, იქ ვერაფერს კაის ვერ ნახავთ, არაფერია იქ სანახავი კარგი. მე რასაც იქ ვუყურე, ნამდვილად არ მინდა, იგივე ნახოთ თქვენ.
მე მესმის ძალიან კარგად თანადგომა, ძალიან კარგად მესმის, რომ უკრაინელებს უჭირთ და მათთვის გვერდზე დგომა მნიშვნელოვანია, საერთო მტრის წინააღმდგე ბრძოლაც მნიშვნელოვანია, აარავის ვეტყვი რომ ცუდ და არასწორ საქმეს აკეთებთ, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის იმიჯს ინახავთ და არ შევარცხვინეთ ქვეყანა, ვინც იქ ვიყავით და ახლაც ვინც იქ არიან, მაგრამ მაინც მოერიდეთ გამოუცდელი ხალხი იქ წასვლას, თქვენ გამო, შეიძლება სხვა, გამოცდილი ჯარისკაცი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამაც და უკრაინამაც.
დიდება გმირებს. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, მით უმეტეს როდესაც იცნობ ადამიანებს, რომლებიც იქ იღუპებიან. ძალიან მტკივნეულია. გტკივა, შენი ქართველია, არ გინდა რომ დაიღუპოს, არ გინდა დაკარგი ის ადამიანი, რომელსაც იცნობ, დამეგობრდი. ბიჭებო, თუ თავს შეიკავებთ იქ წასვლისგან, იქნება ძალიან კარგი. საკმარისია, საკმარისი თანადგომა მიიღო ჩვენგან უკრაინამ, საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ ქართველებმა მშვიდობის შენარჩუნებისთვის მსოფლიოში. მოდი, ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ. დანარჩენს მიეხედება ყველაფერს. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ამდენი სისხლი ნამეტანია, პირველ ადგილზე ვართ იქ დაღუპული ადამიანების რაოდენობით და ზოგადად ეგრე იყო ყოველთვის, ყველგან პირველ ადგილზე ვართ, სადაც ომი და ბრძოლაა. მერე უკან მოვიხედებით და ეს ხალხი აღარა გვყავს გვერდით და ქვეყანა რჩება ვიღაცა ნაძირლებს და ვიგინდარებს.
ჩემი თხოვნაა, თუ მაინცდამაინც დახმარება გინდათ უკრაინისთვის, ბევრი საშუალება არსებობს უკრაინელების დასახმარებლად – ფონდებია, დღესაც პოლონეთში ახალგაზრდა გოგოები დადიოდნენ, აგროვებდნენ…
მესმის, მეც მაგ განცდით წავედი, მაგრამ ერთია როგორ მიდიხარ და მეორეა, როგორ მოდიხარ იქედან. წამოვედი დამძიმებული… თქვენ გამო შეიძლება ნამდვილი მებრძოლი დაკარგოს უკრაინულმა არმიამ და მართლა რომ საქმის გამკეთებელი და პროფესიონალი ადამიანი შეეწიროს არაპროფესიონალის ქმედებას. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ წახვალთ უკრაინაში, ვინც არ ხართ ნამყოფი ომში და ვისაც გამოცდილება არა გაქვთ.
დიდება გმირებს და ნეტა ბოლო იყოს, ნეტა, დამთვარდეს!”
კომენტარები