“ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
ზაზა შენგელია:
“მე მინდა დავარღვიო ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და სოციალურ სივრცეში გამეფებული სიძულვილის და სიძულვილზე სიძულვილით პასუხის სამწუხარო ტრადიცია და მადლობა ვუთხრა ნუცას ჰეითერებს, აბსოლუტურად ყველას, ნუცას სამართლიანი და უსამართლო კრიტიკისათვის…მერწმუნეთ, ეს პირადად მას კიდევ უფრო გააძლიერებს და მინდა ვისურვო, რომ თუნდაც მარტო საკუთარ თავთან როცა დარჩებით, თუნდაც თქვენს აზრებში გაგეაზრებინოთ ბოლომდე, რამხელა რამეს არის აბსოლუტურად მარტო შეჭიდებული 350 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკაში, 25 წლის ქართველი გოგო, შეგეცვალოთ მასზე აზრი და გეამაყოთ ნუცათი იმიტომ, რომ ის არის თქვენი საქართველოს შვილიც. თქვენ ნახავთ, რამდენი ამერიკელი მისცემს ხმას ნუცას ამ კონკურსში, ბევრი ისეთი ამერიკელიც კი, რომელიც დღეს სვამს კითხვას – თუ რატომ მონაწილეობს უცხოელი American Idol-ის კონკურსში…
შენგელიას პოსტს გამოეხმაურა ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, რომელმაც გაიხსენა, რომ ბერა ივანიშვილს ნუცამ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინ როცა ბერას საუბრების ჩანაწერები გავრცელდა და მოგვიანებით, ბერამ ინტერვიუში განაცხადა, რომ გინებას არავის აპატიებს.
თეა ადეიშვილი:
– ნუცას წარმატებას ვუსურვებ, ჩემი ამერიკელი დისშვილი, მისი მშობელებით და მეგობრებით ძალიან ორგანიზებულად აძლევენ ხმას ამერიკიდან და საკმაოდ ბევრნი არიან. ძალიან პრაგმატულად ვუყურებ ნუცას ყველა შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ვუყურებ როგორც საქართველოს პოპულარიზაციას და წარმატებას დიდ ასპარეზზე. თორემ ნუცა არ დაიკარგება, ყველგან წავა როგორც ვხედავ… რაც შეეხება სხვა მხარეს, ნუცამ ბავშვების ჰეითერებს და ბულერებს ღია მხარდაჭერა რომ გამოუცხადა ყველაზე ცხელ მომენტში, იმედია ეს ამბები უცნობი დარჩება ამერიკისთვის, ეგ რომ გაიგონ, მერე სად გადავა და როგორ, შენ უკეთ იცი, ზაზა, ამიტომ პირველ რიგში, ნუცას ვუსურვებ საკუთარ სტერეოტიპულ მენტალობასთან გამორკვევას, ძალაუფლებიანი და ფულიანი მანიაკები და მათი გამმართლებელ-თაყვანისმცემლები იმ ქვეყანაში ( და ყველა ნორმალური საზოგადოებაში) სადაც ახლა ნუცას ყველას მხარდაჭერა სჭირდება მინიმუმ დიდი სირცხვილია.
ზაზა შენგელია: ჩემო თეა, შენ იცი როგორ პატივს გცემ და ერთ-ერთ ყველაზე მაგარ პროფესიონალად მიმაჩნიხარ და “მთავარ” არხსაც უზარმაზარ პატივს ვცემ და უამრავ პროექტზეც ვმუშაობთ ერთად……მართლა მაინტერესებს შენი აზრი, გულწრფელად გეკითხები: ეხლა და აქ ამ ამომენტში უნდა დავუჭიროთ თუ არა მხარი ნუცა ბუზალაძეს? მართლა მაინტერესებს შენი აზრი…..
კომენტარები