რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) რომის სამრევლოს “ფეიბუსქგვერდზე” იტალიაში ქართველი ემიგრანტების შესახებ წერს:
“შვილებო, ძმებო და დებო, არც ვიცი როგორ მოგმართოთ, გთხოვოთ.
თუ როგორ მოგაწვდინოთ ხმა?!
კვირა არ გავა, რომ არ დამირეკონ საავადმყოფოდან. ერთი ქალაქის საავადმყოფოდან მეორე ქალაქის საავადმყოფოში მიწევს სიარული და გული მეწვის. ვერ უძლებენ ჩვენი ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს. გინდ ფიზიკურად, გინდ მორალურად. მოხუცის მოვლა არ არის იოლი სამუშაო. ჩვენი დედები იღებენ ამ ჯვარს თავის თავზე და ვერ უძლებენ ასეთ სტრესს.
რაღაც დროის შემდეგ აქეთ ხდებიან მოსავლელი, ზოგს რა აწუხებს და ზოგს რა. კეთილი ინებეთ ახალგაზრდებო, შვილებო, შვილიშვილებო და თქვენ წამოდით. თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იმუშავეთ.
ნუ უშვებთ ასაკოვან მშობლებს, ბებია-ბაბუებს ასეთ რთულ გზაზე. თქვენ იტვირთეთ ეს ჯვარი და იშრომეთ!
რად გიღირთ ასეთი შემოსავალი, რომელიც მშობლებს ჯანმრთელობას ართმევს? ტკბილი სიბერის ნაცვლად ამ სტრესში ცხოვრობენ და მოხუცებს აქეთ უვლიან!
მაპატიეთ გთხოვთ, ნუ მიწყენთ. ამდენი წელია ამას ვუყურებ, მეც ადამიანი ვარ, გული მეწვის და ვეღარ მოვითმინე რომ არ მეთქვა! უფალმა უშველოს ჩვენ ქვეყანას!სიყვარულით მამა იოანე”.
კომენტარები