“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ნაადრევად მიიჩნევს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს.
როგორც ჭყონია აცხადებს, ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის თემაა.
“ტურიზმი რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!”, – აცხადებს თემურ ჭყონია.
კომენტარები