„სტუდია მონიტორი“ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის სამოსისა და აქსესუარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლითაც ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა:
„ 14 ივლისს თბილისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოლი – ნუნუ თამაზაშვილი ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით წარდგა;
ნუნუ თამაზაშვილი უმუშევარია და “ქართუ ბანკიდან” სესხები აქვს აღებული ავტომანქანის შესაძენად და ბაკურიანში სახლის ასაშენებლად; ხოლო თავად ირაკლი ღარიბაშვილის წლიური შემოსავალი ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 44,143 ლარი იყო;
პრემიერის პრესსამსახურში არ უპასუხეს სტუდია მონიტორის შეკითხვებს, თუ რა სახსრებით შეიძინა ნუნუ თამაზაშვილმა ძვირადღირებული სამოსი და აქსესუარები, რომლითაც ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.“
კომენტარები