სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ძალიან პატარები არიან და დედა ახლა სჭირდებათ. მე პასუხისმგებლობები მაქვს, მე ვერ წავალ ყველაფერზე, მე ვერ შევაკვდები სისტემას. სადღეგრძელოებს არ ვაპირებ და ვერ მოგატყუებთ, მე ვერ გავწირავ სისცოცლეს. იმასაც გეტყვით, რომ მე ვერ გავრისკავ ჩემს თავისუფლებას, ამ სისტემისთვის კი მარტივია დაგაბრალოს დანაშაულის ჩადენა, როცა არ ჩაგიდენია, ეს გუშინაც ვნახეთ. მე ვერ წავალ ციხეში, ჩემს შვილებს ვჭირდები. ახლა ერთადერთი რასაც ვრისკავ, არის ჩემი ფინანსური სტაბილურობა და მენტალური ჯანმრთელობა, მაგას მართლა ვდებ სასწორზე კი. ახლა იმიტომ ვაქტიურობ, რომ ვხედავ ჯერ ბოლომდე ყველაფერი დაკარგული არაა და მაქვს იმედი, რომ გამოიღვიძებთ. ჩემი ხმა, ნინოს ხმა, გიორგის ხმა თუ არ გაძლიერდა და სხვებიც არ შემოგვიერთდით, ალბათ ერთ წელში, ჩვენ ისეთი რიხი ვეღარ გვექნება, შეიძლება ამ ქვეყნიდან წასვლაც მოგვიწიოს. ადამიანის რესურსები შეზღუდულია, ნურავინ მომთხოვს რომ შევეწირო. მე თქვენს ბრძოლას არ ვიბრძვი, მე ჩემს ბრძოლას ვიბრძვი. მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი ბრძოლით სამშვიდობოს ან ევროპაში გაგიყვანთ. მე ვიღებ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას და ვაკეთებ მაქსიმუმს, რაც შემიძლია. თქვენ თქვენს ცხოვრებაზე თავად უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა.
დღეს 7 საათზე რუსთაველზე გამოსვლა არის ის მინიმუმი, რაც საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის ამღებმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. გელით.
კომენტარები