ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:
„ხმამაღლაა სათქმელი, რომ დღეს ქვეყანაში ზნეობის, სინდისისა და სამშობლოს გულწრფელი სიყვარულის ნაკლებობაა. ეს იგრძნობა ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, ამომრჩეველშიც, ეკლესიაშიც, მრევლშიც, მედიაშიც, სასამართლოშიც, ბიზნესშიც, სოფელშიც, ქალაქშიც.
იმდენად ცოტანი არიან ზნეობრივი ადამიანები, რომ მნიშვნელოვან ამინდს ვეღარ ქმნიან. საწყენია. ტკივილამდე საწყენია ამდენი უზნეობა, უღმერთობა, ფულისა და სავარძლის სიყვარული, პირადი მიზნების სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დაყენება.
არ გეყოთ ამ ქვეყნის შეჭმა-დაჭმა? არ გეყოთ ამდენი უზნეობა? არ გეყოთ პირადი მეს დანაყრება და ანგარება?
გამოფხიზლდით, ქვეყანაა მისახედი, თორემ მოვა დრო, თაობები ამ უზნეობისთვის შეგაფურთხებენ, აუგად მოგიხსენიებენ, შეგაჩვენებენ.
ან შვილებს რას ეუბნებით, როგორ საქართველოს უტოვებთ – უზნეოს, უთავმყვარეოს, უღირსებოს, უსინდისოს, უთავმოყვარეოს, გადამგდებს, გაღორებულს, ჩაჭაობებულს?
ნუთუ, არ გრცხვენიათ თქვენი ღმერთის, თქვენი შვილების, თქვენი წინაპრების, თქვენი თაობების, თქვენი სინდისის?
ზნეობა არ უნდა დავკარგოთ”
კომენტარები